ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც წყალტუბოში სანატორიუმები „მედეა“ და „თბილისი“ იყიდეს

წყალტუბოს „ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში მთავრობამ გუშინ 14-დან მხოლოდ 2 სანატორიუმის გაყიდვა მოახერხა. გაიყიდა სანატოუმები ,,მედეა“და ,,თბილისი". გაყიდული ობიექტების ჯამურმა ფასმა 8 982 300 ლარი შეადგინა. სანატორიუმი „თბილისი“ შპს „აკამ“ შეიძინა, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ - შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც წყალტუბოში სანატორიუმები შეიძინეს.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯია 2021 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილი ეკუთვნის ეგვიპტის მოქალაქეს - ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილს. კომპანიის დირექტორია დურმიშხან თიგიშვილი.

რაც შეეხება შპს აკას, რეესტრის მიხედვით, კომპანია 2016 წელს შეიქმნა. ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 97%-იან წილს ფლობს ჯამათა ჩარკვიანი, 3%-ს კი ლავრენტი ჯინჭარაძე. ეს უკანასკნელი არის კომპანიის დირექტორიც.