Bloomberg: გერმანიამ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების დაბლოკვის ბრალდება უარყო

გერმანიამ უარყო ბრალდება იმის შესახებ, თითქოს ის უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას ბლოკავს. ამის შესახებ Bloomberg-ს გერმანიის ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც საგენტოს უწყებაში განუმარტეს, ბერლინმა უკვე გამოყო 1 მილიარდის გრანტი უკრაინის ბიუჯეტის დასახმარებლად. ამავდროულად, გერმანია ცდილობს დახმარების ნაწილი უკრაინას გადაეცეს გრანტების სახით და არა კრედიტების. ამასთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კი აცხადებდნენ, რომ ბერლინი კიევისთვის დახმარებას აყოვნებდა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ ბერლინი დაადანაშაულა 9-მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების დაბლოკვაში. მისი თქმით, უკრაინამ უკეე მიიღო 1 მილიარდი ევროს დახმარება, თუმცა გერმანია და ცალკეული ევროპული ქვეყნები აჭიანურებენ დარჩენილი 8 მილიარდის მიწოდების პროცესს.

თავის ხმრივ Reuters-ს წყარომ განუცხადა, რომ ევროკავშირი აპირებს უკრაინისთვის ახალი ფინანსური პაკეტის მომზადებას, რომლის მოცულობა 8 მილიარდი ევრო იქნება. მათი ნაწილი კიევს გრანტის, ნაწილი კი კრედიტის სახით სახით მიეწოდება.

კოკა კვირკველია