ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ქობულეთის საზაფხულო სკოლა-ბანაკში უკრაინელი მოზარდების დასვენებასა და შემომწირველებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ქობულეთის საზაფხულო სკოლა-ბანაკში უკრაინელი მოზარდების დასვენებასა დ შემომწირველებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” ეთერში 2022 წლის 4 აგვისტოს გასულ სიუჟეტს, რომელიც ქობულეთის საზაფხულო სკოლა-ბანაკ ,,სამშობლოში" უკრაინელი მოზარდების დასვენებას ეხებოდა, სადაც ითქვა, რომ ამის უზრუნველყოფა მოხდა “კოკა-კოლას” და ჭყონიების ოჯახის საშუალებით.

მოგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ძალისხმევით (სიუჟეტში ნახსენებიც კი არ იყო) ივლის-აგვისტოში ბანაკში მოწვეული იქნა 200 უკრაინელი მოზარდი 14-14 დღით. ჭყონიების ოჯახმა ამ საქველმოქმედო საქმეში შეიტანა წვლილი (რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ), მაგრამ არა გადამწყვეტი.

ჩვენ მადლობას ვწირავთ სხვა შემომწირველებს (გასულ სიუჟეტში ნახსენები არ არის მათი სახელები) და მათი ნების საწინააღმდეგოდ ვაქვეყნებთ შემოწირული თანხების რაოდენობას. 4 კვირის განმავლობაში 200 მოზარდის დასვენების საერთო ღირებულება 76 000 ლარი, ოხთხჯერადი კვებით, ექსკურსიებით და ღონისძიებებით:

საქართველოსსაპატრიარქო - 50 000 ლარი;აჭარისავტონომიურირესპუბლიკისმთავრობა – 40 000 ლარი;ჯემალინაიშვილი – 20 000 ლარი.თემურჭყონია – 15 000 ლარი;ზაზაგოგოტიშვილი – 10 000 ლარი;თენგიზბაკურიძე 6 000 ლარი;ლევანმჟავანაძე - 20000 ლარიმესამე ეტაპზე, უკრაინელი მოზარდების გასტუმრების შემდეგ, მოწვეულია 25 ლეიკემიით დაავადებული ბავშვი (,,ბერი ანდრიას ფონდის" მიერ ორგანიზებული) მათ მშობლებთან და და დედმამიშვილებთან ერთად, ასევე მრავალშვილიანი და შეჭირვებული ოჯახის შვილები.

ბანაკი უკვე მეორე ნაკადს მასპინძლობს და, სამწუხაროდ, არცერთ საინფორმაციო საშუალებას არ გაუშუქებია, მხოლოდ ტელეკომპანია ,,მთავარმა არხმა” გააკეთა რეპორტაჟი და იმასაც პოლიტიკური ელფერი შესძინა, რაც ამ საქველმოქმედო საქმეს არ შეეფერება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.