ბერნარ არნო, ამანსიო ორტეგა, ტადაშა იანაი - ვინ არიან მოდის ყველაზე მდიდარი მილიარდერები მსოფლიოში

როდესაც საუბარია მაღალ მოდაზე, საზოგადოება მყისიერად ფიქრობს ლეიბლებზე, როგორიცაა Gucci, Chanel, Louis Vuitton, Dior, Armani და მრავალი სხვა. თუმცა, მოდაზე მსჯელობისას ასევე უნდა აღინიშნოს ყველაზე ცნობილი საცალო ვაჭრობის ბრენდები: Inditex, H&M, Nike ან Uniqlo. გლობალური მოდის სექტორი 2,5 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული, რაც ბადებს კითხვას: რამდენად მდიდრები არიან ინდუსტრიის ტიტანები?

ბოლო წლების განმავლობაში, მოდის ინდუსტრიის უმდიდრესი ადამიანების ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. წარმოგიდგენთ მათ:

სტეფან პერსონი – 20,7 მილიარდი დოლარი

კარლ სტეფან ერლინგ პერსონი ახლა მსოფლიოში 84-ე უმდიდრესი ადამიანია. მოდის ფირმის Hennes & Mauritz (H&M) ყოფილი თავმჯდომარე ამჟამად ყველაზე მდიდარი ადამიანია შვედეთში.

ტადაში იანაი – 29,2 მილიარდი დოლარი

ტადაში იანაი იაპონიის უმდიდრესი ადამიანია. მან დააარსა და ხელმძღვანელობს Fast Retailing-ს, რაც ტანსაცმლის უმსხვილესი საცალო ვაჭრობის ქსელია (Uniqlo) მთელ აზიაში.

1984 წელს იანაიმ გახსნა პირველი Uniqlo-ს მაღაზია და ახლა 2000-ზე მეტს ფლობს. კომპანიის წლიური შემოსავალი 21,3 მილიარდ დოლარს აღწევს.

ჯერარდი და ალენ ვერტეიმერი – 33,5 მილიარდი დოლარი

ძმებ ვერტეიმერებს საზოგადოებაში "ყველაზე მშვიდ მოდის მილიარდერებად“ მოიხსენიებენ. ისინი შანელის საიდუმლო თანამფლობელები არიან. ალენი ბრენდის ხელმძღვანელად მუშაობს და ჟერარდი კურირებს შანელის საათების განყოფილებას შვეიცარიაში.

გარდა მათი უზარმაზარი მოდის კომპანიისა, ჟერარდი და ალენი ასევე აკონტროლებენ რამდენიმე ღვინის ქარხანას საფრანგეთსა და ნაპას ველზე.

ლეონარდო დელ ვეკიო – 34,9 მილიარდი დოლარი

ლეონარდო დელ ვეკიო არის სათვალეების ბიზნესის Luxottica-ს თავმჯდომარე, ასევე სათვალეებისა და ლინზების უდიდესი მწარმოებელი და გადამყიდველი მსოფლიოში.

1961 წელს Luxottica-ს დაარსების შემდეგ, მილიარდერმა დელ ვეკიომ იყიდა Sunglass Hut, Ray-Ban, Persol და Oakley. ისინი ასევე აწარმოებენ დიზაინერულ სათვალეებს და ჩარჩოებს Chanel, Armani, Versace, Prada, Burberry, Dolce & Gabbana, Bulgari და სხვებისთვის. ბიზნესში დასაქმებულია 70000-ზე მეტი ადამიანი და აქვს 8000-ზე მეტი ლოკაცია.

ფრანსუა პინო – 53,1 მილიარდი დოლარი

კონგლომერატ Kering-ს, რომელიც ფლობს Ulysse Nardin და Girard-Perregaux, ასევე ცნობილი მოდის სახლებს როგორიცაა Gucci, YSL, Balenciaga, Alexander McQueen და Boucheron, საპატიო თავმჯდომარე ჰყავს და ეს ფრანსუა პინოა. კომპანია ასევე აკონტროლებს ცნობილ ბრიტანულ აუქციონის სახლს Christie's.

ფილ ნაითი – 62,2 მილიარდი დოლარი

ფილ ნაითი, სპორტულ ფეხსაცმელების კომპანია Nike-ის დამფუძნებელია. 1964 წელს მან და მისმა ყოფილმა მწვრთნელმა ბილ ბოუერმანმა შეიმუშავეს Nike-ის ფეხსაცმელი. ბიზნესის დასაწყებად თითოეულმა 500 დოლარი გაიღო. დღეს Nike არის სპორტული ფეხსაცმლისა და სპორტული ტანსაცმლის უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში, 1100-ზე მეტი მაღაზიით და 44 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალით.

ამანსიო ორტეგა – 67 მილიარდი დოლარი

ამანსიო ორტეგამ და მისმა ყოფილმა მეუღლემ როზალია მერამ Inditex-ი 1975 წელს დააფუძნეს, დღეს კი ისინი მსოფლიოში უდიდესი მოდის საცალო ვაჭრობის 59%-ს ფლობენ.

ესპანეთის საცალო ვაჭრობის გიგანტი ცნობილია ZARA-ს მოდის ქსელით, თუმცა ის ასევე ფლობს Pull & Bear, Bershka, Masimo Dutti, Stradivarius, ZARA Home და Uterque. ორტეგა ყოველწლიურად თითქმის 400 მილიონ დოლარს იღებს მხოლოდ დივიდენდებიდან.

ბერნარ არნო – 180 მილიარდი დოლარი

150 მილიარდ დოლარზე მეტი სიმდიდრით, ბერნარ ჟან ეტიენ არნო მყარად დგას ამ სიის სათავეში.

არნოს მოდის იმპერია 70-ზე მეტ შედარებით პატარა კომპანიას მოიცავს - მათ შორის Louis Vuitton, Christian Dior, Moet-Hennessy, Bulgari, Marc Jacobs, Hublot და მრავალი სხვა.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი