2015 წლის წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები

ამერიკული სააგენტო "ბლუმბერგის" კვლევის თანახმად, მიმდინარე წელს ყველაზე წარმატებული ეკონომიკა ტაილანდს ექნება, რომელსაც შვეიცარია და იაპონია მოსდევს.

ინფლაცია და უმუშევრობა ორი ძირითადი ფაქტორია, რომელიც დამღუპველ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. თუმცა, მსოფლიოს 15 ქვეყანას მიმდინარე წელს მსგავსი საშიშროება არ ემუქრება.

ამერიკული სააგენტო "ბლუმბერგის" კვლევის თანახმად, მიმდინარე წელს ყველაზე წარმატებული ეკონომიკა ტაილანდს ექნება, რომელსაც შვეიცარია და იაპონია მოსდევს.

"ბლუმბერგის" ცნობით, 2015 წელს შვეიცარიაში უმუშევრობა მხოლოდ 3,3% იქნება.

წარმატებული ეკონომიკის ქვეყნების ათეულში ასევე მოხვდნენ სამხრეთ კორეა, ტაივანი, დანია, ჩინეთი, აშშ და ნორვეგია, სადაც მიმდინარე წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 3,75%-ს მიაღწევს.

"ბლუმბერგის" მიერ გუშინ გამოქვეყნებულ 2015 წლის "სიღატაკის ინდექსში" ყველაზე ღატაკი ეკონომიკის მქონე ქვეყნად ვენესუელა დასახელდა, რომელსაც არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, უკრაინა და საბერძნეთი მოსდევს.

bpn