5 ქალაქი საქართველოში, სადაც უძრავი ქონების გაყიდვები ყველაზე მეტად გაიზარდა

საქართველოს მასშტაბით, უძრავი ქონების ტრანზაქციები 2022 წლის 1-ელ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით გაიზარდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

კერძოდ, მათი ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში 15 483 ტრანზაქცია დაფიქსირდა. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, წლიურად 8%-ით არის გაზრდილი და 1კვ.მ.-ზე საშუალო გასაყიდი ფასი 756 აშშ დოლარს შეადგენს.

„თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ასევე საუბარია, თუ რომელ ქალაქებში გაიზარდა ტრანზაქციები ყველაზე მეტად. ჩამონათვალში ლიდერობს ზუგდიდი, სადაც უძრავი ქონების გაყიდვები წლიურად 123%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს ქალაქების ჩამონათვალი, სადაც უძრავი ქონების ტრანზაქციები ყველაზე მეტად არის გაზრდილი, ასე გამოიყურება:

  • ზუგდიდი - 123%;
  • ქობულეთი - 59%;
  • ბათუმი - 33%;
  • თელავი - 30%;
  • თბილისი - 22%.
თაია არდოტელი