ისრაელი 25 ათასი რეზერვისტის მობილიზაციას აცხადებს

ისრაელი 25 ათასი რეზერვისტის მობილიზაციას აცხადებს. შესაბამისი ბრძანება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა დაამტკიცა. რეზერვისტების მობილიზაცია ღაზას სექტორში გამწვავებულ ვითარებას უკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ The Jerusalem Post ავრცელებს.

„ჩვენ არავის არ მივცემთ უფლებას დაემუქროს ან ზიანი მიაყენოს ისრაელის მოქალაქეებს. ვინც ამას შეეცდება - დაზარალდება. ჩვენ არ ვესწრაფვით კონფლიქტს, მაგრამ ყოყმანის გარეშე დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს თუ საჭირო გახდება“,- განაცხადა მინისტრმა.

განცის თქმით, თავდაცვის ძალები ემზადებიან ყველა სცენარისთვის, ყველა ფრონტზე, მათ შორის ქვეყნის ჩრდილოეთით და ცენტრში.