გასულ წელთან შედარებით, ატმის ექსპორტი 20%-ით შემცირდა

EastFruit-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი წინა სეზონს კვლავ ჩამორჩება. 2022 წლის ივნის-ივლისში ქვეყანამ 17 ათასი ტონა ექსპორტი განახორციელა, რაც 5 ათასი ტონით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით.

ივნის-ივლისი არის მთავარი საექსპორტო პეროდი. როგორც წესი, საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას წლიური ექსპორტის დაახლოებით 70% სწორედ ამ თვეებზე მოდის. საინტერესოა, რომ რუსეთის მოთხოვნა კვლავ მაღალია. რუსეთში ექსპორტის მოცულობა ივნის-ივლისში პრაქტიკულად უცვლელი დარჩა 2021 წელთან შედარებით. ამასთან, სომხეთის მოთხოვნა ქართულ ატამსა და ვაშლატამაზე ნაკლებია, ვიდრე შარშან. სომხეთში ატმის ექსპორტი 4-ჯერ, ხოლო ვაშლატამასი - 6-ჯერ შემცირდა. 2021 წელს ექსპორტის დაახლოებით 25% სომხეთში გადიოდა. ამდენად, სომხეთიდან მოთხოვნის შემცირება საქართველოს ექსპორტის შემცირების საკვანძო ფაქტორია.

საგარეო მოთხოვნის გარდა, საქართველოს ჰქონდა საკუთარი პრობლემები. რთველი შეფერხდა არასასურველი ამინდის გამო, რამაც ასევე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეწოლა მოახდინა ექსპორტზე.

საინტერესოა, რომ ატმის საექსპორტო საშუალო ფასი 2022 წლის ივლისში 2021 წლის ივლისთან შედარებით, კილოგრამზე 0,20 დოლარით გაიზარდა. ქართველ ფერმერებს გასულ კვირას საშუალოდ, კილოგრამზე 0,43 დოლარი გადაუხადეს, რაც დაახლოებით 0,20 დოლარით ნაკლებია 2021 წლის იმავე კვირასთან შედარებით. როგორც წესი, ფერმერების ფასები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იგივე რჩება.

წყარო: EastFruit

ეკა დარჩიაშვილი