ამბროლაურში, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა

ამბროლაურში, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა..

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივ ბენეფიციარებს, დიალიზის თერაპიის ჩასატარებლად, სხვადასხვა რეგიონში უწევდათ ჩასვლა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დამატებით დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

„პირველ ეტაპზე, ბენეფიციარებს, სამეგრელოდან და იმერეთიდან მოწვეული სპეციალისტები მოემსახურებიან, უახლოეს მომავალში კი მათ სამინისტროს მიერ გადამზადებული სპეციალისტები ჩაანაცვლებენ.

ამ ეტაპზე, დიალიზის სერვისს, ამბროლაურში 15-მდე პაციენტი იღებს, მომდევნო კვირიდან კი აღნიშნული მომსახურებით, მიმდებარე მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მცხოვრები, 25-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

დიალიზის თერაპიის დანერგვასთან დაკავშირებით, ამბროლაურში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. როგორც ილია ღუდუშაურმა განმარტა, მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ, აღნიშნული სერვისი ლანჩხუთში, თიანეთსა და ყაზბეგში ამოქმედდება. ჯანდაცვის მინისტრმა რეგიონებში დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდა, 2022 წლის აპრილში დააანონსა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.