ზელენსკი უკმაყოფილოა, რომ ომის მიმდინარეობისას დეპუტატები საქმის გარეშე საზღვარგარეთ დადიან - არახამიას, იასკოს, გონჩარენკოს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდათ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასობით დიპლომატიური პასპორტი გააუქმა. მათ შორის, ვისაც აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხოთ უკრაინელი დეპუტატებიც არიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და 225 კაციან სიას აქვეყნებს, ვინც საგარეო უწყების გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტით სარგებლობას ვერ შეძლებს. სხვა მაღალჩინოსნებს შორის სიაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, ლიზა იასკო, ალექსი გონჩარენკო არიან.

უკრაინული მედიის განმატებით, ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკმაყოფილოა, რომ დეპუტატების საქმის გარეშე დადიან საზღვარგარეთ, ომის მიმდინარეობისას.