ბათუმში სასტუმროს ნომრის შეძენის 3 უპირატესობა

უძრავი ქონების გაქირავება პასიური შემოსავლის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და პოპულარულ ფორმად ითვლება. ბათუმში მასზე მოთხოვნა მაღალია და წლიდან წლამდე იზრდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 300 მილიონამდე აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო მიმზიდველსა და მოგებიანს ხდის ბათუმში ინვესტირების იდეას, რის შესახებაც „ტერასა ჯგუფის“ კომერციულ დირექტორს თამარ გაფრინდაშვილს ვესაუბრეთ.

„ტერასა ბათუმი“ მრავალფუნქციური პროექტია, რომელიც აერთიანებს აპარტამენტებს, სასტუმროს ნომრებს, რესტორანს, აუზს, სპორტულ დარბაზს და დამსვენებელს სთავაზობს კონსიერჟის სერვისსაც. მაღალი კლასის ნომრები კი სტუმარს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. პროექტის მშენებლობა უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.

„ტერასა ჯგუფი“ კომერციული დირექტორი სასტუმროს ნომრის შეძენის 3 უპირატესობას გამოყოფს:

  • მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობა და ფასდაკლება

„ტერასა ბათუმში“ სასტუმროს ნომრის შეძენა სექტემბრამდე სპეციალური აქციით არის შესაძლებელი: 5 წლამდე შიდა უპროცენტო განვადება და 10%-იანი ფასდაკლება.

მიმზიდველი გადახდის პირობა და ფასდაკლება პრემიუმ-კლასის კომპლექსში უძრავ ქონებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

  • პასიური შემოსავლის კომფორტული და საიმედო წყარო

Booking.com-ის მონაცემების თანახმად, ბათუმში მდებარე უძრავ ქონებაში გადახდილი თანხის ამოღება 4-5 წელიწადში არის შესაძლებელი.

მაგალითად, „ტერასა ბათუმის“ პროექტში ყველაზე მცირე ფართის 27 კვ.მ სასტუმროს ნომრის ღირებულება იქნება 91 660 ლარი, 50 თვეში გაქირავებით მიღებული შემოსავალი - 171 780, რაც ნიშნავს იმას, რომ 5 წლამდე განვადებით სარგებლობის შემთხვევაში, ნომრის საფასურს სრულად გაქირავებიდან მიღებული შემოსავლით ვიხდით. მუდმივი პასიური შემოსავალი კი დაგვეხმარება დამატებით შევიძინოთ უძრავი ქონება ან სხვა სურვილები და საჭიროებები დავიკმაყოფილოთ.

295850637-589567226073710-2872213761000309433-n-1659938560.jpg

  • სასტუმროს ყველა სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა

სასტუმროს ყველა სერვისით სარგებლობა შეეძლება როგორც სტუმარს, ისე ნომრის მეპატრონეს. დასვენებისას ვიღებთ რესტორნის, ბარის, კონსიერჟის, დასუფთავებისა და სხვა სერვისებს. ასევე საშუალება გვაქვს, ვისარგებლოთ აუზით, სპა ცენტრითა და სპორტული დარბაზით.

მესაკუთრისთვის კი განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის ის, რომ მას დილის საუზმე და ყველა ჩამოთვლილი სერვისი უფასოდ აქვს ხელმისაწვდომი.

ბათუმში სასტუმროს ნომრის შეძენით დაინტერესებულ პირებს „ტერასა ჯგუფი“ სექტემბრამდე საინტერესო პირობებს სთავაზობს: 5 წლამდე უპროცენტო განვადება, ფასდაკლება და მათზე ინდივიდუალურად მორგებული პირობები.

296274249-2308228375999696-538398780364727565-n-1659938606.jpg