გერმანია ტაივანიდან ნახევარგამტარების მიწოდების შეფერხებაზე შიშობს

რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე გერმანია შიშობს ტაივანიდან ნახევარგამტარების მიწოდების შეფერხებაზე, ვინაიდან ჩინეთის მხრიდან კუნძულის ბლოკირებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Handelsblatt წერს.

„ჩვენს მაღალტექნოლოგიურ სამყაროში თითქმის ყველა ელექტრონულ ნაწარში არის გამოყენებული ტაივანური დეტალი. ამიტომ ტაივანის კონფლიქტის ესკალაციას ექნება ბევრად უფრო შორსმიმავალი შედეგები“, - აცხადებს გაზეთთან გერმანიის საგარეო ვაჭრობის სამსახურის ხელმძღვანელი დიკა იანდური.

იმ შემთხვვეაში, თუ ჩინეთი მოახდენს კუნძულის საზღვაო ბლოკირებას, გერმანიას მოუწევს ალტერნატიული გეგმის შემუშავება - აცხადებენ გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობათა და უსაფრთხოების ინსტიტუტში.

საინვესტიციო ბანკ Natixis-ის ცნობით, 7 ნანომეტრი და ნაკლები კატეგორიის თანამედროვე ნახევარგამტარების 80%-ის ექსპორტირება სწორედ ტაივანიდან ხდება. მის გარდა არის კიდევ ერთი მომწოდებელი ქვეყანა, ეს არის სამხრეთ კორეა. ამდაგვარად ტაივანი თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს მიწოდების გლობალურ ჯაჭვში.

კოკა კვირკველია