ნოდარ კერესელიძე: ღვინის ექსპორტი თებერვალში შედარებით გამოსწორდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის განცხადებით, ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით თებერვალში მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია.

როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, წლის დასაწყისი ყოველთვის ხასიათდება კლებით ღვინის ექსპორტთან მიმართებაში და არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი. "მით უმეტეს, დაემთხვა კრიზისი ჩვენს პარტნიორ საექსპორტო ქვეყნებში - რუსეთშიც და უკარინაშიც. იანვარში იყო კლება. თებერვალში მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია, თუმცა ეს წინასწარი მონაცემებია, რომელიც უახლოეს დღეებში დაჯამდება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება", - განაცხადა კერესელიძემ.