ნოდარ ხადური ადასტურებს, რომ ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ადასტურებს, რომ ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია.

"ცხადია, როცა ვალი დაფიქსირებულია დოლარებში და მისი გადაანგარიშება ხდება, ლარში დაფიქსირებული ვალის მოცულობა გაზრდილია", - უპასუხა ხადურმა ჟურნალისტების შეკითხვას.

ფინანსთა მინისტრს დეტალებზე არ უსაუბრია. მისი განმარტებით, მონაცემები ახლა ზუსტდება და მოგვიანებით გამოქვეყნდება.