ლატვიაში რუსული გაზის მიწოდება აღდგა

რუსეთიდან ლატვიაში ბუნებრივი აირის მიწოდება 5 აგვისტოს აღდგა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადამცემი სისტემის ოპერატორ კომპანია Conexus Baltic Grid-ში (CBG) განაცხადეს.

კომპანიის მონაცემებით, რუსეთიდან ლატვიაში შესული ბუნებრივი აირის ნაკადის სიმძლავრე დღეში 43.393 მეგავატ/სთ-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, ივლისში რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ლატვია მიწოდების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა.