ივლისში ქართული მოცვის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა

ივლისში, საქართველოში მოცვის ექსპორტი კვლავ გაიზარდა. როგორც east-fruit-ი წერს, გადაზიდვების მკვეთრი ზრდის გამო, ეს სეზონი რეკორდული გამოდგა.

2022 წლის ივლისში საქართველოდან ექსპორტზე 0,9 ათასი ტონა მოცვი გავიდა - ორჯერ მეტი, ვიდრე წინა წლის ივლისში. სულ რაღაც ორ თვეში, ივნის-ივლისში, ქვეყანამ ექსპორტზე 1,4 ათასი ტონა მოცვი გაიტანა, რომელიც ჯამში 8,1 მილიონი დოლარის იყო. ეს ციფრები კი 45%-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონზე, რომელიც ამ დრომდე, რეკორდულ სეზონად ითვლებოდა.

როგორც წესი, ექსპორტირებული მოცვის თითქმის მთელი წილი რუსეთში გადის, გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონი იყო. რუსეთის გარდა, მცირე ნაწილი გავიდა ევროპაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სომხეთში.

რეკორდულმა ექსპორტმა მოცვზე მწარმოებლის ფასების ვარდნა გამოიწვია. 2022 წლის ივლისში ქართველმა ფერმერებმა კილოგრამზე საშუალოდ 2,75 დოლარი მიიღეს, რაც დაახლოებით 2 დოლარით ნაკლები იყო წინა წელთან შედარებით.

საინტერესოა, რომ ფასების კლება არ აისახება ვაჭრობის მონაცემებში. ექსპორტიორების მაღალი ფასების ერთ-ერთი მიზეზი ტრანსპორტის გაძვირებაა. ამრიგად, ექსპორტის ღირებულება გარკვეულწილად, ხარჯების გაზრდის გამო არის გადაჭარბებული.

წყარო: EastFruit

ეკა დარჩიაშვილი