ნივრის იმპორტი გასამმაგდა, მთავარი ექსპორტიორი კი კვლავ რუსეთია - სად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს

წელს 6 თვეში ნივრის იმპორტი გასამმაგდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 824.2 ტონა (444.4 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 289.2 ტონა (140.3 ათასი აშშ დოლარი).

რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის მონაცემებით, აქ მოცულობის მცირედი ზრდა ფიქსირდება, თუმცა ღირებულება შემცირებულია. კერძოდ, წელს 6 თვეში საქართველოდან 332 ტონა (373.2 ათასი აშშ დოლარი) ადგილობრივი პროდუქტი გავიდა, ხოლო 2021 წლის იანვარ-ივნისში - 330 ტონა (405 ათასი აშშ დოლარი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს:

  • ქვეყნები, საიდანაც 2022 წლის 6 თვეში საქართველომ ნივრის იმპორტი განახორციელა:
  • თურქეთი - 415.3 ტონა (208.1 ათასი აშშ დოლარი)
  • ჩინეთი - 387 ტონა (217.3 ათასი აშშ დოლარი)
  • ეგვიპტე - 19 ტონა (17.5 ათასი აშშ დოლარი)
  • ირანი - 2.9 ტონა (1.45 ათასი აშშ დოლარი)

ქვეყნები, სადაც 2022 წლის 6 თვეში საქართველომ ადგილობრივი წარმოების ნივრის ექსპორტი განახორციელა:

  • რუსეთი - 203.6 ტონა (262.7 ათასი აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 128.3 ტონა (110.5 ათასი აშშ დოლარი)

აქვე აღსანიშნავია, რომ წლევანდელთან შედარებით, გასულ წელს პროდუქტის ექსპორტის მიმართულებით, საქართველოს მეტი სავაჭრო პარტნიორი ჰყავდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2021 წლის 6 თვის განმავლობაში, მცირე რაოდენობით, თუმცა ნიორი ასევე გადიოდა: ჰონგ-კონგში, ყატარში, სინგაპურსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

ნინი ქეთელაური