გერმანიაში ივლისის ინფლაციამ 8,5% შეადგინა

2022 წლის ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გერმანიაში ინფლაცია 8,5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემებს გერმანიის სტატისტიკის სამსახური Destatis-ი ავრცელებს.

გერმანიაში სამომხარებლო ფასები, რომელსაც გერმანული სტანდარტით ანგარიშობენ, წლიურ გამოხატულებაში ივლისში გაზრდილია 7,5%-ით. წინა თვესთან შედარებით კი ზრდამ 0,9% შეადგინა

წლიურ გამოხატულებაში გერმანიაში ენერგომატარებლებზე ფასი გაზრდილია 35,5%-ით, მაშინ როცა ივნისში ზრდამ 38% შეადგინა. სურსათზე ფასები მომატებულია 14,8%-ით. ამ ორი კატეგორიის გამოკლებით კი გერმანიაში ინფლაციამ 3,2% შეადგინა.

კოკა კვირკველია