ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.10 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით, ლარი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ გამყარებას განაგრძობს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვითაც, ხვალიდან, 5 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.1078 ლარად იქნება შესაძლებელი. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.1403 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0325 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან 5 მარტიდან 1 ევროს შეძენა 2.3443 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4008 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0565 ლარი შეადგინა.