Coca-Cola-ს რუსეთიდან გასვლა 195 მლნ დოლარზე მეტი დაუჯდა

Coca-Cola Hellenic Bottleling Company-მ (Coca-Cola HBC) რუსეთში გაყიდვების შეწყვეტის გამო მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში 195 მლნ დოლარზე ოდნავ მეტი იზარალა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის ნათქვამი.

ამასთან, კომპანია წლის მეორე ნახევარში 82,4 მლნ დოლარის ზარალს პროგნოზირებს, რადგან რუსეთში პროდუქციის მარაგი, თითქმის, ამოიწურა, ხოლო სასმელების წარმოება და რეალიზაცია არ იგეგმება.

Coca-Cola HBC აცხადებს, რომ სუფთა მოგება წლის პირველ ნახევარში 34%-ით შემცირდა და 157 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა. რუსეთის ბაზრიდან გასვლის გარდა, კომპანიაზე უარყოფითად მოქმედებს მიმდინარე გლობალური ინფლაცია.

ივლისში AdIndex წერდა, რომ Coca-Cola HBC Russia-მ სახელი „Multon Partners“-ად გადაირქვა, ხოლო კომპანიის გენერალურ დირექტორად ალექსანდრე რუჟევიჩი დაინიშნა.

Coca-Cola-ს (კოკა-კოლას) რუსეთში რებრენდინგის შემდეგ „Добрый Cola“ დაერქმევა. სახელები, ასევე, Fanta-ს „Добрый Orange“-ით, ხოლო Schweppes-ს „Rich тоник“-ით ჩაენაცვლება. გამოცემის ცნობით, მწარმოებლის კიდევ ერთი სასმელი, Sprite დახლებიდან ცოტა ხნით გაქრება. მწარმოებელი, ასევე, ახალი არომატების, კერძოდ, Dushes-ის, Cherry-ის, Lemonade-ის, Mango-სა და Sib Travy-ის დამატებას გეგმავს. რუსეთში ახალი პროდუქტების ფასი, დიდი ალბათობით, არ შეიცვლება. პირველი პარტიის გამოშვება შემოდგომაზე იგეგმება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ