Xiaomi ჩინეთის ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერობას გეგმავს

კომპანია Xiaomi აპირებს უკვე 2024 წელს გახდეს ჩინეთის ელექტრომობილების ბაზრის ლიდერი კომპანია. ამის შესახებ ინფორმაციას შანხაის საინფორმაციო სააგენტო Yicai Global ავრცელებს.

კომპანიის თავკაცის ლეი ცზიუნის თქმით, ამ დროისთვის კომპანია ჩამორჩება კონკურენტებს, თუმცა 500 დღის წინ დაარსებულ კომპანიას Xiaomi Auto იმდენად მაღალი მიღწევები აქვს, რომ ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს.

კომპანიაში ასევე სჯერათ, რომ მათი ბრენდის გამართული ქსელი საშუალებას მისცემს გაყიდვებში სწრაფად გახდნენ ლიდერები, თუმცა აღიარებენ, რომ ავტომიმართულებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო.

შეგახსენებთ, გასული წლის სექტემებრში კომპანიამ დააფუძნა შვილობილი კომპანია, რომელიც ელექტრომობილების მიმართულებით იმუშავებს. მისი საწყისი კაპიტალი 10 მილიარდი იუანია, რაც 1,5 მლრდ დოლარის ტოლფასია. კომპანია მომდევნო წლებში ამ სფეროში 10 მლრდ დოლარის ინვესტირებას აპირებს. პირველ სერიულ ელექტრომობილს Xiaomi 2024 წელს წარმოადგენს.

კოკა კვირკველია