გერმანულმა ყავის მწარმოებელმა კომპანიამ Tchibo რუსეთი დატოვა

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ყავის მწარმოებელმა გერმანულმა კომპანიამ Tchibo GmbH რუსეთი დატოვა.

როგორც რუსული „კომერსანტი“ წერს, გერმანელების პარტნიორმა რუსულმა კომპანიამ МВК დაიტოვა უფლება 2022 წლის ბოლომდე გამოიყენოს ყავის ბრენდების დასახელებები Tchibo და Davidoff. ამ დროის გასვლის შემდეგ კი კომპანია ვალდებული იქნება ბაზარზე გაიტანოს ყავა ახალი სახელით, ერთ-ერთ ვარიანტად რუსები განიხილავენ სახელს Gold.

გერმანელების რუსული განყოფილება Чибо СНГ ყავის ნაწილს ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, ერთ-ერთ ქარხანაში აწარმოებდა, ნაწილის იმპორტს კი Tchibo GmbH ახდენდა. კომპანიის რუსეთის გაყიდვების 70% სწორედ ადგილობრივ წარმოებაზე მოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ თავად გერმანულ კომპანიაზე რუსული ყავის ბაზრის მხოლოდ 2,6% მოიდოდა.

კოკა კვირკველია