“მაკდონალდსი“ კიევსა და დასავლეთ უკრაინაში რესტორნების გახსნას გეგმავს

„მაკდონალდსმა“ უკრაინაში ობიექტების გახსნის შესახებ განაცხადა, რომლებიც მარტში, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო დახურა. როგორც სწრაფი კვების ქსელში განაცხადა, იმედოვნებენ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს "ნორმალური ცხოვრების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი შეგრძნების“ აღდგენას.

მომდევნო რამდენიმე თვეში რესტორნები ეტაპობრივად გაიხსნება კიევსა და დასავლეთ უკრაინის იმ რაიონებში, რომლებიც შესაბამისად უსაფრთოდ მიიჩნევა.

კონფლიქტის დაწყებამდე „მაკდონალდსს“ უკრაინაში 100-ზე მეტი რესტორანი ჰქონდა.

მას შემდეგ, რაც ომის გამო მისი რესტორნები ქვეყანაში დაიხურა, კომპანია 10 000-ზე მეტი თანამშრომლისთვის ხელფასების გადახდას ამ დრომდე განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის KFC, Nike, Zara და სხვა დასავლური ბრენდების მაღაზიები აქტიურად მუშაობს.

ცნობისთვის, მარტში McDonald's-მა საქმიანობა რუსეთში შეაჩერა, ხოლო მაისში თავისი რუსული რესტორნების უმეტესი ნაწილი ადგილობრივ ლიცენზიატს მიყიდა.

ეკა დარჩიაშვილი