ჯეინ რიგბი - ვინ არის ქალი, რომელიც 10 მლრდ დოლარის ღირებულების „ჯეიმს უების“ კოსმოსურ ტელესკოპს მართავს

ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყურადღება კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხმა მოვლენამ მიიპყრო - ეს “ჯეიმს უების“ ტელესკოპის მიერ, კოსმოსში გადაღებული უახლესი ფოტოებია. მის უკან კი “2022 წლის მეცნიერის“ ტიტულის მფლობელი ქალი, ჯეინ რიგბი დგას.

“მომეცი ტელესკოპი და მას რამე კარგისთვის გამოვიყენებ“ – უკვე პოპულარული ფრაზა NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრის ასტრონომს ჯეინ რიგბის ეკუთვნის. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ კაცობრიობის მიერ შექმნილი ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი არამიწიერი ობსერვატორია, 10 მილიარდი დოლარის ღირებულების “ჯეიმს უების“ კოსმოსური ტელესკოპი მუშაობს.

ასტროფიზიკოსი, დოქტორი ჯეინ რიგბი NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრში გრინბელტში, სადამკვირვებლო კოსმოლოგიის ლაბორატორიაში მოღვაწეობს და “ჯეიმს უების“ კოსმოსური ტელესკოპის პროექტის მეცნიერია.

გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. იგი ასევე არის NASA-ს NuSTAR მისიის სამეცნიერო ჯგუფის წევრი.

რიგბის სამეცნიერო ინტერესები ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ ვითარდებიან გალაქტიკები დროთა განმავლობაში.

გოდარდში მოსვლამდე რიგბი იყო სპიცერის და კარნეგის სტიპენდიანტი კარნეგის ობსერვატორიაში, პასადენაში. მას აქვს მაგისტრის და დოქტორის ხარისხები ასტრონომიაში არიზონას უნივერსიტეტიდან, და ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში, ასევე ბაკალავრის ხარისხი ასტრონომიაში.

სამუშაოს მიღმა, რიგბის ინტერესებში შედის ნაოსნობა, ვინდსერფინგი, სამზარეულო და სოციალური სამართლიანობა.

მეცნიერის პირადი ცხოვრებისა და ქონების შესახებ მედია ცოტას წერს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ერთ- ერთი წამყვანი ასტროფიზიკოსი საკმაოდ დიდ ფულს გამოიმუშავებს. მისი პირადი ცხოვრების შესახებ კი ცოტას საუბრობს.

მას შემდეგ, რაც ტელესკოპი კოსმოსში 2021 წლის შობის დღეს გაუშვეს, ის და მისი კოლეგები უწყვეტად მუშაობენ ახლომდებარე ეგზოპლანეტების და მრავალი სხვა რანდიოზული აღმოჩენებისთვის.

პროგრამაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ტელესკოპი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით. მოსალოდნელია, რომ იგი ღია კოსმოსში 2040 წლამდე დარჩება, რაც ასტროფიზიკაში ყველა დროის ყველაზე დიდ ინვესტიციად ითვლება.

წყარო: thespaceacademy.org; nasa.gov

თეონა რამაზაშვილი