ქართველ და ბელორუს ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ქართველ და ბელორუს ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ბელორუსის დელეგაციას წარმოადგენდა მრეწველობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე აგაროდნიკოვი და ჰოლდინგ "ბელნეფტეხიმ"-ის თავმჯდომარის მოადგილე ვიტალი პავლოვი.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ბიზნეს-სექტორები: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა; ქიმიური პროდუქცია (სასუქები); საავტომობილო ტექნიკა (საბურავები); კვების პროდუქტები (რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები); ნავთობპროდუქტები.

ბელორუსის დელეგაციას უმასპინძლა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა ნინო ჩიქოვანმა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ბელორუს წარმომადგენლებს შორის სამომავლო ბიზნეს - ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.