საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს

დარიალის ხეობაში, დიდთოვლობის გამო, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო შეფერხებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილებაც მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე.

მათივე ინფორმაციით, ზვავსაშიშროების აღმოფხვრისთანავე, საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.