ტოიოტა ცენტრი თბილისი, სინერჯი ჯგუფთან ერთად დამუშავებულ, ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე გადავიდა

სინერჯი ჯგუფი 15 წელია ორგანიზაციული სტრუქტურების განვითარების პროექტებზე მუშაობს

მმართველი გუნდის გაძლიერებისა და ქვედა დონეზე დელეგირების გაზრდის მიზნით, ტოიოტა ცენტრი თბილისმა, სინერჯი ჯგუფის მონაწილეობით, მართვის ახალი მოდელი შეიმუშავა და აამოქმედა. კომპანიის მენეჯმენტი, სინერჯი ჯგუფის კონსულტანტებთან ერთად, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობდა.

ახალ სტრუქტურაში ტოპ გუნდის წევრებზე სტრატეგიული ამოცანებია გადანაწილებული და რეგულარული საკომუნიკაციო ფორმატებია შექმნილი, რაც განვითარების პროცესების უწყვეტობას უზრუნველყოფს.

ტოიოტა ცენტრი თბილისის მენეჯმენტის შეფასებით, ახალი სტრუქტურა დაეხმარება მათ, კიდევ უფრო გაზარდონ გაყიდვები და სტაბილურად მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიონ მომხმარებლებს.

სინერჯი ჯგუფი 15 წელია ორგანიზაციული სტრუქტურების განვითარების პროექტებზე მუშაობს და ამ დროის განმავლობაში განხორციელებული აქვს 300-მდე პროექტი, 150-ზე მეტ ორგანიზაციაში. სტრუქტურული ცვლილებები, პირველ რიგში, ემსახურებოდა სტრატეგიული პრიორიტეტების სტრუქტურაში ასახვას, რათა რეალურად განახორციელოს ორგანიზაციამ დასახული სტრატეგია, ეფექტიანად გამოიყენოს ტოპ მენეჯმენტის დრო და ყურადღება, ხოლო საშუალო რგოლის მენეჯერთა პოტენციალი ორგანიზაციის მიზნების სამსახურში ჩააყენოს.

R