ჯანდაცვის სამინისტრო ხარჯებს დაახლოებით 70 000 ლარით შეამცირებს

ჯანდაცვის სამინისტრომ საწვავის ლიმიტების, საოფისე და სამივლინებო ხარჯები შეამცირა, რამაც წინასწარი გათვლით წელიწადში უნდა შეადგინოს 50-დან 70 000 ლარამდე, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

თუმცა მინისტრის თქმით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და ის ვარაუდობს, რომ უახლოეს დღეებში ყველა სამინისტროს ექნება უკვე ერთიანი სამოქმედო გეგმა, სისტემური გადაწყვეტილება ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით.

მთავრობამ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა.