ბელორუსში იმპორტის შეტანა გაამკაცრეს

ბელორუსის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა უცხოეთის ქვეყნებიდან პირადი გამოყენებისთვის საქონლის შეტანის ნორმები გაამკაცრა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 10 მარტიდან მოყოლებული, მოქალაქეებს საბაჟო გაფორმების გარეშე მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ შეეძლებათ ტელევიზორის, ნოუთბუქის, მაცივრისა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბელორუსში შეტანა და არა წელიწადში ერთხელ, როგორც ეს მანამდე იყო.

ბელორუსის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის განცხადებით, გადაწყვეტილება ნორმების გამკაცრების თაობაზე მას შემდეგ მიიღეს, რაც მოქალაქეები უცხოეთიდან შეტანილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას პირადი მოხმარებისთვის არ იყენებდნენ და მათ რეალიზებას ახდენდნენ.