რომელ ქვეყნებში გაყიდა და იყიდა საქართველომ წელს ყველაზე მეტი პროდუქცია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში ექსპორტი 36.4%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 34.8%-ით მოიმატა და 7.09 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

მთლიანად საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10.19 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3%-ით მეტია.

წელს უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (475.6 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (351.5 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (339.1 მლნ აშშ დოლარი).

10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის სრული ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ჩინეთი - წილი მთლიან ექსპორტში - 15.3%, ზრდა - 29.4%;
  • აზერბაიჯანი - წილი მთლიან ექსპორტში - 11.3, ზრდა - 19%;
  • რუსეთი - წილი მთლიან ექსპორტში - 10.9%, ზრდა - 5.1%;
  • თურქეთი - წილი მთლიან ექსპორტში - 9.5%, ზრდა - 54.9%;
  • სომხეთი - წილი მთლიან ექსპორტში - 8.1%, ზრდა - 96.3%;
  • ბულგარეთი - წილი მთლიან ექსპორტში - 7.6%, ზრდა - 84.7%;
  • აშშ - წილი მთლიან ექსპორტში - 6.1%, ზრდა - 115.2%;
  • უკრაინა - წილი მთლიან ექსპორტში - 4.2%, კლება - 21.1%;
  • პერუ - წილი მთლიან ექსპორტში - 3.3%, ზრდა - 950.2%;
  • ყაზახეთი - წილი მთლიან ექსპორტში - 3.1%, ზრდა 136.1%.

იმპორტის მიხედვით პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 226.2 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (874.9 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (619.0 მლნ აშშ დოლარი)

10 უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნის სრული ჩამონათვალი შემდეგნაირია:

  • თურქეთი - წილი მთლიან იმპორტში - 17.3, ზრდა - 33.5%;
  • რუსეთი - წილი მთლიან იმპორტში - 12.3%, ზრდა 60.4%;
  • ჩინეთი - წილი მთლიან იმპორტში - 8.7%, ზრდა - 34.7%;
  • აშშ - წილი მთლიან იმპორტში -6.7%, ზრდა - 28.9%;
  • აზერბაიჯანი - წილი მთლიან იმპორტში - 5.4%, ზრდა - 31.2%;
  • სომხეთი - წილი მთლიან იმპორტში - 4.8%, ზრდა - 25.6%;
  • გერმანია - წილი მთლიან იმპროტში - 4.5%, ზრდა - 26.2%;
  • რუმინეთი - წილი მთლიან იმპორტში - 2.5%, ზრდა - 72.7%;
  • იტალია - წილი მთლიან იმპორტში - 2.1%, ზრდა - 7.3%;
  • უკრაინა - წილი მთლიან იმპორტში - 2.1%, კლება - 38%.

კახი ჩაკვეტაძე