გიორგი კვირიკაშვილი - მთავრობა არ იზიარებს განცხადებას, რომ სავალუტო ფონდის მისია შეიძლება მოსყიდული იყოს

ჩვენ ვთვლით, რომ სავალუტო ფონდი არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი და საქართველოს პარტნიორი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა არ იზიარებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებას, რომ სავალუტო ფონდის მისია შეიძლება მოსყიდული იყოს ვინმეს მიერ. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

"ეს არ არის მთავრობის განცხადება. ჩვენ ვთვლით, რომ სავალუტო ფონდი არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი და საქართველოს პარტნიორი, რომლის რჩევები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია", -განაცხადა კვირიკაშვილმა.

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნოდარ ჯავახიშვილმა საერთაშორისო სავალუტო მისია კორუფციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ფონდის მისია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის მოსყიდული.