ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, სათავე ნაგებობა რეაბილიტირდა, ახალი 300 კბმ-ს რეზერვუარი მოეწყო, მაგისტრალზე დაზიანებული მონაკვეთები და შიდა ქსელი შეიცვალა.

„სოფელ საკირეში 400-მდე ოჯახს აქამდე წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა. რეაბილიტირებული წყალმომარაგების სისტემა კი სოფლის მცხოვრებლებს წყლის მიწოდების პრობლემას სრულად მოუგვარებს.

დასრულებული სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა, მისმა მოადგილემ, გიორგი ტაბატაძემ და სოფელ საკირეში მერის წარმომადგენელმა, ბესო ხალაძემ დაათვალიერეს.

პროექტის საერთო ღირებულება 552 845 ლარია,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.