უცხო ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლებიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 22 აგვისტოს დასრულდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ მათ საშუალება აქვთ 22 აგვისტოს, 18:00 საათამდე მიმართონ განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე.

გამოცდა ჩატარდება პირველ სექტემბერს. დეტალური ინფორმაცია გამოცდის დაწყებისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის თაობაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ვებგვერდზე: www.naec.ge