საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 2.4-ჯერ გაიზარდა

მსუბუქი ავტომობილებს რეექსპორტი კვლავ იზრდება. ექსპორტის მაჩვენებელი მიმდინარე წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.4-ჯერ გაიზარდა. თუ 2021 წლის ივლისში ქვეყნიდან 42,9 მლნ აშშ დოლარის 5,946 ერთეული ავტომობილი გავიდა, მიმდინარე წელს 101,4 მლნ აშშ დოლარის 9,172 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა.

მონაცემები გაზრდილია პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებითაც, როცა საქართველოდან 60,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც საქართველომ ივლისში ყველაზე მეტი ავტომობილი გადაყიდა:

  • აზერბაიჯანი - 30.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2,652 ერთეული
  • სომხეთი - 18 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1,449 ერთეული
  • უკრაინა - 28.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2,815 ერთეული
  • რუსეთი - 8.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 580 ერთეული
  • ყაზახეთი - 4.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 486 ერთეული
  • ყირგიზეთი - 4.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 773 ერთეული
  • ბელგია - 1.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 55 ერთეული
  • ბელარუსი - 1.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 44 ერთეული
  • ტაჯიკეთი - 1.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 224 ერთეული
  • გერმანია - 870 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 14 ერთეული

აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში საქართველოდან 370.8 მლნ აშშ დოლარის ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა და სასაქონლო ჯგუფებს შორის 12%-ით მეორე ადგილი დაიკავა.

თამარ მუკბანიანი