$100 მილიონამდე ინვესტიცია და პრემიუმ კლასის პროექტები - „ტერასა ჯგუფი“ 5-წლიანი მუშაობის შედეგს აჯამებს

16 პროექტი თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში, 3 000-ზე მეტი კმაყოფილი მობინადრე და ჯამში $100 მილიონამდე ინვესტიცია - ეს „ტერასა ჯგუფის“ 5-წლიანი აქტიური მუშაობისა და განვითარების შედეგია, რამაც იგი ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ აქცია.

კომპანია 2017 წელს დაარსდა და გამოირჩევა პროექტების გამორჩეული და საინტერესო დაგეგმარებით, რაც მაცხოვრებელს კომფორტსა და ჰარმონიულ ატმოსფეროს უქმნის. გამწვანებული ტერასები და სახურავები, ჰექტრობით რეკრეაციული ზონები, აუზები, სპა-ცენტრები, კონსიერჟის მომსახურება და სხვა სერვისები „ტერასა ჯგუფის“ პროექტებს მომხმარებლისთვის განსაკუთრებით საინტერესოდ აქცევს.

უფრო დეტალურად, რა გამოარჩევს „ტერასა ჯგუფის“ პროექტებს და რას სთავაზობს იგი მომხმარებელს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, კომპანიის კომერციულ დირექტორს თამარ გაფრინდაშვილს ვესაუბრეთ:

რა არის „ტერასა ჯგუფის“ მთავარი კონცეფცია დაარსების დღიდან და როგორ მიჰყვება იგი მას?

„ტერასა ჯგუფი“ ყოველთვის მისდევს ახალ ტრენდებს და ცდილობს, ახალ გამოწვევებს აუწყოს ფეხი. ჩვენი მიზანია, მომხმარებლის სურვილებიდან და საჭიროებებიდან გამოვიდეთ, გავითვალისწინოთ მისი მოთხოვნები და ამის მიხედვით დავიწყოთ პროექტზე მუშაობა. თუკი ვხედავთ, რომ კონკრეტულ არეალში დაგეგმილი პროექტი უფრო მეტ რეკრეაციას ან საპარკინგე ზონას საჭიროებს, ამას მაქსიმალურად ვიღებ მხედველობაში, რაც შემდეგ მომხმარებლის კმაყოფილებაზეც აისახება.

ჩვენს მთავარ კონცეფციად მოიაზრება საინვესტიციო პროექტების შექმნა, რაც ფიზიკურ პირებს პასიური შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს. საინვესტიციო ტიპის პროექტებზე მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის შედარებით ახალი პროდუქტი - სასტუმროს ნომერი შეგვეთავაზებინა. მისი მთავარი უპირატესობაა იმ სერვისების ხელმისაწვდომობა, რასაც ჩვეულებრივი ბინის შეძენის შემთხვევაში ვერ მიიღებ. ამასთან, ტურისტებიც უფრო მეტად სასტუმროს ნომრებით არიან დაინტერესებული.

რა გამოცდილება დააგროვა „ტერასა ჯგუფმა“ განვლილი 5 წლის განმავლობაში და რა პროექტებზე მუშაობთ ახლა?

ჩვენ განვახორციელეთ როგორც თაუერის, ისე თაუნჰაუსისა და სასტუმროს ტიპის პრემიუმ კლასის კომპლექსები. გასულ წელს 50 000 000 ლარის უძრავი ქონების რეალიზაცია განვახორციელეთ.

თითოეულ პროექტზე იმუშავა პროფესიონალთა გუნდმა, რომლის მიზანი იყო მაცხოვრებელსა და დამსვენებელზე მორგებული გარემოს შექმნა. მათი კომფორტი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამასთან, ჩვენი მიზანია, პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ მაქსიმალურად ერგებოდეს კონკრეტული ქალაქისა თუ კურორტის არქიტექტურას. მაგალითად, ბაკურიანის პროექტი ორგანულად ჯდება საერთო კონტექსტში და გარშემო მწვანე ნარგავები სრულად არის შენარჩუნებული, მათს მოვლა-პატრონობაზე კი ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას.

terasa11-1661150185.jpg

მიმდინარე პროექტები გვაქვს ბათუმში, ბაკურიანსა და თბილისში, საბურთალოზე. „ტერასა ბათუმი“ უკვე თითქმის დასრულებულია, რადგან ჩვენი პარტნიორი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. საინტერესოა, რას სთავაზობთ როგორც ბათუმში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს, ისე დამსვენებლებს?

„ტერასა ბათუმი“ მრავალფუნქციური კომპლექსია, სადაც აპარტამენტების გარდა განთავსებულია საინვესტიციო სასტუმროს ნომრები, საცურაო აუზი, სპა, სპორტული დარბაზი, რესტორანი და ა. შ. პროექტის დასრულებულის შემდეგ ბათუმს კიდევ ერთი პრემიუმ კლასის კომპლექსი შეემატება, რომელიც ნებისმიერ ვიზიტორს კომფორტულ სერვისსა და დასვენებას შესთავაზებს.

უძრავი ქონებით შეძენის მსურველებისათვის განსაკუთრებული და საკმაოდ გამარტივებული პირობები გვაქვს. „ტერასა ბათუმი“ იდეალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს, მიიღოს შემოსავალი და ჰქონდეს საკუთარი უძრავი ქონება, სადაც სასურველ დროს დაისვენებს.

დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ 5 წლამდე შიდა უპროცენტო განვადებასა და შესაძლებლობას, რომ გაქირავებიდან მიღებული შემოსავლით დაფარონ განვადების ხარჯი, რაც ბაზარზე უპრეცედენტო შეთავაზებაა. ასევე, მომხმარებელს საშუალება აქვს, ერთიანი გადახდის შემთხვევაში 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს, რაც მისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

დაბოლოს, რა არის „ტერასა ჯგუფის“ სამომავლო გეგმები?

ჩვენ შევძელით, ბაზარზე პროგრესული დეველოპერული კომპანიის სტატუსი მიგვეღო. ვცდილობთ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებული აპრობირებული მეთოდებით შევქმნათ დახვეწილი და ხარისხიანი საცხოვრებელი თუ საინვესტიციო კომპლექსები, სადაც თითოეული მობინადრე კომფორტსა და ჰარმონიას იპოვის.

ვგეგმავთ, სამომავლოდ ახალი პროექტები განვახორციელოთ როგორც თბილისში, ისე სამთო და საზღვაო კურორტებსა თუ ქალაქებში, რის შესახებაც მომხმარებელი ეტაპობრივად შეიტყობს.

(R)