რატომ გაითიშა საიტები: adjaranet.com, iMovies.cc

"სა­ი­ტი რე­კონ­სტრუქ­ცი­ის პრო­ცეს­შია“ - ეს წარ­წე­რე­ბი, წუ­ხელ გვი­ან ღა­მით, სა­ი­ტებ­ზე adjaranet და imovies გაჩ­ნდა. ვებგ­ვერ­დე­ბი, რომ­ლი­თაც ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სარ­გებ­ლობ­და, გა­თი­შუ­ლია, ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა კი - შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ Facebook-მა და instagram-მა ჰო­ლი­ვუ­დის კი­ნოს­ტუ­დი­ე­ბის - "დის­ნეი", "პა­რა­მა­უნ­ტი", "ვორ­ნე­რი", "უნი­ვერ­სა­ლი", "სონი, "ნე­ტფ­ლიქ­სი" - გა­ერ­თი­ა­ნე­ბა MPA (Motion Picture Association)-ის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე ქარ­თულ პი­რა­ტულ სა­ი­ტებს (adjaranet.com, iMovies.cc, croconet.com, qartulad.com srulad.com geosaitebi.ge, hoovies.net, movies.ge), რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის სრუ­ლი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით ავ­რცე­ლებ­დნენ და არეკ­ლა­მებ­დნენ მო­პა­რულ ფილ­მებს და სე­რი­ა­ლებს, "ფე­ის­ბუქ" და "ინ­სტაგ­რამ" პლატ­ფორ­მებ­ზე გვერ­დე­ბი წა­უ­შა­ლა.

მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­მე­კობ­რე­უ­ლი ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ ბეჟაშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის პრო­ცე­სი კი­დევ უფრო მას­შტა­ბურ ფორ­მას მი­ი­ღებ­და. მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ google-ის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა და google-ის სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, პი­რა­ტულ სა­ი­ტებს შე­ზღუ­დავ­და.

ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტი, რო­მე­ლიც პი­რა­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას კრძა­ლავს, მა­რე­გუ­რი­ლე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ მი­ი­ღო და გუ­შინ შე­ვი­და ძა­ლა­ში. სა­ი­ტე­ბის წარ­მო­მაგ­დე­ნე­ლი ამ ეტაპ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს... სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე გიგა კო­ბა­ლა­ძე ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ სა­ი­ტებს ორი გზა აქვთ, ან ლე­გა­ლუ­რად შე­ი­ძი­ნონ ფილ­მე­ბი და სე­რი­ა­ლე­ბი, რო­მელ­საც სა­ი­ტებ­ზე ათავ­სე­ბენ, ან გა­ა­უქ­მონ ვებგ­ვერ­დე­ბი.

- ამ სა­ი­ტებ­ზე ფილ­მე­ბი უკა­ნო­ნოდ იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, არ ჰქონ­დათ ამის უფ­ლე­ბა ამ სა­ი­ტე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს, ეს მე­კობ­რუ­ლი პრო­დუქ­ცია იყო. შე­სა­ბა­მი­სად, მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა მო­ი­თხო­ვა ლე­გა­ლუ­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და რომ ვერ წა­რუდ­გი­ნეს, ამის შემ­დეგ, მას ჰქონ­და კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რომ დო­მე­ნე­ბი გა­ე­თი­შა. გაგარძეთ კითხვა: