ციფრული ფულის ნაკადი - ვინ არიან პროგრამული უზრუნველყოფის უმდიდრესი შემქმნელები მსოფლიოში

წლების მატებასთან ერთად, მსოფლიო სულ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული ციფრულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე და ზოგადად ონლაინ ცხოვრებაზე. პროგრამული უზრუნველყოფა საჭიროა, ძირითადად, ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტისთვის, რადგან არსებობს უამრავი აპლიკაცია.

რომ აღარაფერი ვთქვათ, კრიპტოვალუტის, სოციალური მედიისა და ციფრული პლატფორმების ზრდასთან ერთად გადაზიდვისა და ბაზრის ტრანზაქციებისთვის, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება აუცილებლობად იქცა. Statista-ს მონაცემებით, ელექტრონული კომერციის დამწყებ კომპანიებმა 2021 წელს შექმნეს ინდუსტრია, რომელიც დაახლოებით 114 მილიარდი აშშ დოლარია. ხოლო 2022 წლის ივნისის მდგომარეობით, Google-ის მშობელმა კომპანიამ და მსოფლიოში უმსხვილესი ტექნიკური კომპანიის - Alphabet Inc.-ის შემოსავალმა 1,9 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

წარმოგიდგენთ უმდიდრეს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს მსოფლიოში.

ილონ მასკი - 254 მილიარდი დოლარი

1971 წელს, სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ილონ მასკის სწრაფი წარმატება ტექნოლოგიური ბიზნესის სფეროში პოზიციონირებას და ექსპერიმეტებს უკავშირდება.

მისი წარმატება 1995 წელს დაიწყო, როდესაც ძმასთან, კიმბალ მასკთან ერთად Zip2 დააარსა. კომპანია ქალაქის სახელმძღვანელოებსა და გაზეთებს ონლაინ პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობდა და შექმნილი იყო თავად ილონ მასკის მიერ.

შემდეგ ის გახდა ელექტრომობილების მწარმოებლის Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი Space X-ის აღმასრულებელი დირექტორი, Neuralink-ის თანადამფუძნებელი და ახლახან სოციალური ქსელის, Twitter-ის შესაძენად 44 მილიარდი დოლარის გარიგება დადო.

ჯეფ ბეზოსი - 165 მილიარდი დოლარი

ილონ მასკის მსგავსად, ჯეფ ბეზოსმა 1990-იანი წლების ტექნოლოგიური ბუმი მოიარა და 1994 წელს დააარსა ელექტრონული კომერციის გიგანტი Amazon, რამაც მისი წმინდა ქონება 165 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

ციფრული საცალო გაყიდვების ზრდასთან ერთად, განსაკუთრებით Covid-19 პანდემიის დროს, Amazon გახდა ისეთივე ცნობილი, როგორც Walmart ან Target.

Investopedia-ს მიხედვით, ბეზოსმა საკუთარი 1999 წელს მის მიერ წამოწყებულ ბიზნესში 10,000 ჩადო და თავდაპირველად მხოლოდ წიგნები იყიდებოდა. ბეზოსმა ასევე დააარსა Blue Origin, კერძო საჰაერო კოსმოსური მწარმოებელი, რომელიც ეძღვნება კოსმოსის კვლევას.

ბილ გეითსი - 118 მილიარდი დოლარი

Celebrity Net Worth-ის თანახმად, ბილ გეითსის წმინდა ქონება ამჟამად 118 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი ფინანსური წარმატება მოვიდა Microsoft-ის, მსოფლიოში უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის დაარსებიდან.

გეითსმა შექმნა მრავალი პერსონალური კომპიუტერი, სამომხმარებლო ელექტრონიკა, აპლიკაციები და სათამაშო გასართობი, როგორიცაა Xbox.

ლარი პეიჯი - 106 მილიარდი დოლარი

ლარი პეიჯი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია, რომლის ქონება 106 მილიარდი დოლარია.

პეიჯი Google-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა 2011-დან 2019 წლამდე. Google-ის ფლობის გარდა, პეიჯმა ასევე იყიდა YouTube და Android, Inc. 2015 წელს მან ჩამოაყალიბა კომპანია Alphabet.

სერგეი ბრინი - 102 მილიარდი დოლარი

მოსკოვში დაბადებული სერგეი ბრინი ოჯახთან ერთად შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად 1979 წელს გადავიდა, მაშინ ის ექვსი წლის იყო.

ბრინმა ლარი პეიჯთან ერთად დააფუძნა Google-ის საძიებო სისტემა, რომელიც საჯარო გახდა 2004 წელს.

Forbes-ის თანახმად, ბრინი ხდება Alphabet-ის 6%-იან აქციონერად.

სტივ ბალმერი - 99,3 მილიარდი დოლარი

სტივ ბალერი, არის ლოს-ანჯელესის NBA გუნდის, The Clippers-ის მფლობელი. თუმცა, ეს ინვესტიცია მის კარიერაში გაცილებით გვიან, 2014 წელს განხორციელდა.

ბევრად ადრე, ბალმერის პირველი სარისკო ინვესტიცია იყო სტენფორდის უნივერსიტეტის MBA პროგრამის მიტოვება და Microsoft-ის გუნდში გადასვლა.

დღეს ის Microsoft -ის 4%-იან წილს ფლობს.

ლარი ელისონი - 96,1 მილიარდი დოლარი

ლარი ელისონი დაიბადა ნიუ-იორკში 1944 წელს, მოგვიანებით მიატოვა ჩიკაგოს უნივერსიტეტი კალიფორნიაში კომპიუტერული პროგრამირების გასაგრძელებლად. რამდენიმე ელექტრონულ კომპანიაში მუშაობის შემდეგ, როგორებიცაა Ampex და Precision Instruments, მან დააარსა Software Development Laboratories.

ორი წლის შემდეგ, კომპანიამ გამოუშვა კომერციული ურთიერთობების მონაცემთა ბაზის პროგრამა სახელწოდებით Oracle, რომელიც იმდენად პოპულარული გახდა, რომ ელისონმა კომპანიის სახელი შეცვალა SDL-დან Oracle Systems Corporation-ად. დღეს Oracle არის მსოფლიოში სიდიდით მეორე პროგრამული კომპანია, რომლის წმინდა ღირებულებაა 210,82 მილიარდი.

სატოში ნაკამოტო - 45,8 მილიარდი დოლარი

ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ციფრული ვალუტა, რომელმაც ბოლო პერიოდში ყველაზე მეტი მილიონერი შექმნა, არის ბიტკოინი. Cointelegraph-ის თანახმად, სატოში ნაკამოტო არის ბიტკოინის შექმნაზე პასუხისმგებელი პირის ან ადამიანთა ჯგუფის ფსევდონიმი.

Notebook Check-ის მიხედვით, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, ნაკამოტოს წმინდა ქონება 45,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

პატრიკ კოლისონი - 9,5 მილიარდი დოლარი

საიდუმლო არ არის, რომ ონლაინ ბიზნესი მოთხოვნად იქცა, განსაკუთრებით იმით, რომ მსოფლიო მიდრეკილია უნაღდო ანგარიშსწორებებისკენ.

როგორც ჩანს, როდესაც პატრიკ კოლისონმა და მისმა ძმამ - ჯონ კოლისონმა MIT-ში სწავლის დროს სტარტაპის იდეის გაჩენისას, არ იცოდნენ, რომ მათი ონლაინ ტრანზაქციების დამუშავების ბიზნესი იქნებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო.

პატრიკი არის Stripe-ის აღმასრულებელი დირექტორი. Forbes-ის თანახმად, მისი ქონება 9,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი