Apple Store -ის გაყიდვების წარმატების სამი საიდუმლო

„მოგების მაღალი მაჩვენებლების ზრდა იწყება მათზე ზრუნვით, ვინც ზრუნავს კლიენტებზე” - ფ.კოტლერი

წარმატება იშვიათად არის შემთხვევითი. მოულოდნელი? - კი ბატონო, მაგრამ არა - შემთხვევითი.

ამის მაგალითია ის გრძელვადიანი წარმატება, რომელიც თან სდევს Apple-ს ბოლო წლების განმავლობაში. წარმატების მწვერვალზე ყოფნაში კომპანიას  მკაცრი კონტროლი და სტანდარტების ეხმარება.

აი, მათი წარმატების მთავარი საიდუმლოებები:

1) საქონელი+მომსახურება

მასალების, აქსესუარების და დამატებითი მომსახურების გაყიდვები ოქროს საბადოა ნებისმიერი ბიზნესისთვის. Apple Store-ში ძალიან მკაცრად ადევნებენ თვალყურს სერვისული მომსახურებისა და აქსესუარების გაყიდვის გეგმას Apple-ის პროდუქტებთან ერთად. ვინც გეგმას არ ასრულებს, ის მიდის გადამზადებაზე ან ეძებს სხვა სამსახურს.

2) Apple-ინსტრუქცია

2007 წელს კომპანიაში გაჩნდა სახელმძღვანელო თანამშრომლებისთვის, სახელწოდებით „კლიენტებთან მუშაობის ინსტრუქცია“:

პერსონალურად და გულთბილად მიიღეთ კლიენტი;

თავაზიანად გაიგეთ და მოისმინეთ მისი მოთხოვნები;

შესთავაზეთ კლიენტს გადაწყვეტილება, რომლითაც ”სახლში დაბრუნდება”. 

კარგად მოუსმინეთ კლიენტს, გადაწყვიტეთ მისი საკითხები, გააქარწყლეთ მისი ეჭვები.

თავაზიანად დაემშვიდობეთ და უთხარით, რომ კიდევ გესტუმროთ.

3) არ იცი - ჩუმად იყავი.

”მაკდონალდსის” მსგავსად, Apple Store-ის თანამშრომლებიც თავს არიდებენ „უარყოფის ენას“. მაგალითად, თუ მათ არ შეუძლიათ რომელიმე პრობლემის გადაჭრა, მაშინ ისინი ამბობენ: „თურმე“, „როგორც აღმოჩნდა“ და არა - „სამწუხაროდ“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გაითვალისწინონ კომპიუტერული ტექნიკის გამყიდველებმა - Apple Store-ის თანამშრომლები არასოდეს უსწორებენ კლიენტს არასწორად წარმოთქმული საქონლის დასახელებას. ხოლო ახალი თანამშრომლებისთვის საერთოდ აკრძალულია კლიენტებთან ურთიერთობა, სანამ სწავლას არ დაამთავრებენ.

სანდრო გერლიანი