ირაკლი ღარიბაშვილი "ფისტერა ენერჯის" აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმსხვილესი ამერიკული კერძო საინვესტიციო ფონდ "ბლექსთოუნ ჯგუფის" (NYSE: BX) შვილობილი კომპანიის, "ფისტერა ენერჯის" აღმასრულებელ დირექტორს პედრო ბარიუსოს და საოპერაციო და ტექნიკურ საკითხებში დირექტორს ხუან ორასს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და ბიზნეს შესაძლებლობები განიხილეს. "შეხვედრაზე მხარეები ენერგეტიკის სექტორში საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და "ფისტერა ენერჯის" თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, პარტნიორობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარებასა და მდგრადობას გრძელვადიან პერიოდში", - ნათქვამია პრესრელიზში.

ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, მმართველი დირექტორი ირაკლი მენაბდე და პროექტების მენეჯერი ზაზა ბაკურაძე.