Nokia-მ რუსეთი საბოლოოდ დატოვა

სატელეკომუნიკაციო ტექნიკის მწარმოებელი ფინური კომპანია Nokia საბოლოოდ წყვეტს საქმიანობას რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ Reuters-ს კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა.

„წლის ბოლომდე ჩვენი თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა დატოვებს რუსეთს და ჩვენ დავცლით ყველა ოფისს. ხოლო ფორმალური დარჩენა იქნება მანამდე, სანამ კომპანია დაასრულებს იურიდიულ დახურვას“, - განუცხადა მან სააგენტოს.

სააგენტოს ცნობით, რუსეთს უახლოეს მომავალში საბოლოოდ დატოვებს შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია Ericsson. მათივე ცნობით, კომპანიას რუსეთში დასაქმებული ჰყავს 400 თანამშრომელი, რომელთაც კომპანია გარკვეული პერიოდი ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

კოკა კვირკველია