აშშ-მა ორი რუსული ბანკის ანგარიშები გაყინა

აშშ-მა სანქციების ფარგლებში იმ ორი რუსული ბანკის ანგარიშები გაყინა, რომელთა მფლობელებიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მილიარდერი მეგობრები არიან.

ამის შესახებ "ვოშინგტონ პოსტი" იტყობინება. გამოცემის ცნობით, გაყინულია 640 მილიონი დოლარი. მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში შეზღუდვები შეეხო ბანკ "რასიას", რომელსაც ბიზნესმენი იური კოვალჩუკი მართავს და СМП-ბანკს, რომელსაც ძმები არკადი და ბორის როტენბერგები ფლობენ.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო დააწესა, ვინაიდან დასავლეთი მოსკოვს დონბასის კონფლიქტის ესკალაციაში ადანაშაულებს. რუსული მხარე კი ბრალდებებს უარყოფს.