მცხეთაში მერქნისა და მერქნის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება

პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მცხეთაში მერქნის და მერქნის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია „კონტინენტს" სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში მცხეთის სოფელ გლდანში 2748.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა. ასევე, ნაკვეთთან ერთად, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

პროექტის განსახორციელებლად 228 388 ლარის ინვესტიცია ჩაიდება და 12-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.