"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისელებს უფასო სერვისით სარგებლობის რეკომენდაციით მიმართავს

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისელებს კომპანიის უფასო სერვისით სარგებლობის რეკომენდაციით მიმართავს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" ახალი სერვისი მოქმედებს, რაც თბილისელი აბონენტების ინდივიდუალურად ინფორმირებას ითვალისწინებს. ნებისმიერ აბონენტს შეუძლია წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, SMS-შეტყობინების სახით, წინასწარ მიიღოს. კომპანია რეკომენდაციით მიმართავს თბილისელებს, ისარგებლონ ამ უფასო და კომფორტული სერვისით და SMS-შეტყობინების მისაღებად "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ვებგვერდზე დარეგისტრირდნენ.

დღეისათვის, მობილური ტელეფონის საშუალებით, წყალმომარაგების შეზღუდვა-აღდგენის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას უკვე კომპანიის 120 000-მდე აბონენტი იღებს. SMS-შეტყობინების მისაღებად, თბილისელები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ვებგვერდს უნდა ეწვიონ და რეგისტრაციის გასავლელად მიჰყვნენ ბმულს: http://mygwp.ge/Public/InfoRegistration/InfoRegistration.aspx

რაც შეეხება იმ თბილისელ აბონენტებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ისინი რეგისტრაციის გავლას კომპანიის რაიონულ სერვისცენტრებში შეძლებენ. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" კიდევ ერთი სიახლეა დანერგილი. აბონენტებთან პირდაპირი კავშირისთვის კომპანიის ვებგვერდზე მოქმედებს ონლაინ-ჩეთი. ცხელი ხაზის მსგავსად, თბილისელ მომხმარებლებს ონლაინ-ჩეთის ოპერატორებიც ინტერაქტიურ რეჟიმში უწევენ მომსახურებას.