Lufthansa-ს პილოტები გაიფიცნენ - შედეგად 800-მდე ფრენა გადაიდო

კომპანია Lufthansa-ს პილოტებმა დაბალი ხელფასის გამო გაფიცვა მოაწყეს. შედეგად, 2 სექტემბერს, გერმანულმა ავიაკომპანიამ 800-მდე ფრენა გააუქმა. ინფორმაციას გამოცემა Spiegel ავრცელებს.

„პარასკევს, კომპანია იძულებული გახდა დაახლოებით 800 რეისი გადაედო, რადგან პილოტთა ასოციაციამ წევრებს გაფიცვისკენ მოუწოდა“, - ნათქვამია მასალაში.

მფრინავების გაფიცვამ შესაძლოა, გამოიწვიოს საპროტესტო გამოსვლების სერიები, რომლებიც მსგავსი მასშტაბით 2014-2016 წლებში იყო. შედეგად, გაფიცვამ გამოიწვია ყოველდღიური საჰაერო მგზავრობის მკვეთრი შემცირება. ამჟამად, პილოტებმა ხელმძღვანელობასთან კომპრომისს ვერ მიაღწიეს.

როგორც გამოცემა წერს, კომპანიის მიერ თითოეული პილოტისთვის ანაზღაურების შეთავაზება 900 ევროთი მეტს შეადგენდა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

როგორც ცნობილი ხდება, Boeing A320-ის პილოტს შეუძლია წელიწადში 280 000 ევრომდე გამოიმუშაოს, თუმცა მათი ხელფასი მხოლოდ 200 000 ევროს აღწევს.

ეკა დარჩიაშვილი