2022 წლის ყველაზე მდიდარი TikTok ინფლუენსერები - ვინ იპყრობს მედიას

მას შემდეგ, რაც მსოფლიო სულ უფრო ციფრული გახდა და სოციალურმა მედიამ ახალგაზრდების ყოველდღიურობაში თამამად შეაბიჯა, სფერო იღბლიანმა ინფლუენსერებმა მილიონების გამომუშავების წყაროდ აქციეს. ამ მხრივ TikTok არის განსაკუთრებით წარმატებული სოციალური მედიის პლატფორმა, რომელმაც ბევრი ახალგაზრდა დიდებისა და სიმდიდრისკენ მიიყვანა.

წარმოგიდგენთ 2022 წლის TikTok-ის 10 უმდიდრეს ინფლუენსერს:

jt-ckft-voltf-1662126658.jpg

რიაზ ალი (Riyaz Aly )- 2 მილიონი დოლარი

ტუჩის სინქრონიზაცია 18 წლის ინდოელი ინტერნეტ ვარსკვლავის, მოდის ბლოგერისა და TikTok ინფლუენსერის მთავარი ნიშანია. რიაზს ჰყავს 44 მილიონზე მეტი TikTok მიმდევარი და გამოიმუშავებს დაახლოებით 3 5000 დოლარს თითოეული ბრენდირებული შინაარსის პოსტისთვის. Celebrity Net Worth იტყობინება, რომ ის 2 მილიონ დოლარს ფლობს.

tjuxdr-ui6t9id-c-1662126684.jpg

ჯოშ რიჩარდსი: 2.2 მილიონი დოლარი

Forbes-ის ცნობით, 19 წლის ჯოშ რიჩარდსმა TikTok-ის სპონსორობით, Reebok-თან პარტნიორობით, Houseparty-ის, YouTube-ის სარეკლამო ფულით და Warner Records-თან გარიგებით მინიმუმ 1.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

გარდა ამისა, ჯოშ რიჩარდსმა დააარსა ფირმა TalentX და საწარმო Ani Energy. ის ასევე არის Triller-ის მთავარი სტრატეგიის ოფიცერი. მისი ქონება 2,2 მილიონ დოლარს შეადგენს.

7utki7fo7f7-1662126707.jpg

ზაკ კინგი: 3 მილიონი დოლარი

31 წლის ზაკ კინგმა, ვიდეოების გამოქვეყნება YouTube-ზე 2008 წელს დაიწყო, Vine-ზე კი 2013 წელს. მან მოიგო 2010 Hewlett-Packard კომერციული კონკურსი და 2013 წლის YouTube NextUp Creators კონკურსი. შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო "საოცარ რბოლაში" და გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს TikTok-ზე. Net Worth მის წმინდა ქონებას 3 მილიონ დოლარად აფასებს.

hyrx-cfhjuy765-1662126730.jpg

ბრენტ რივერა: 4 მილიონი დოლარი

ბრენტ რივერა შეიძლება იყოს დღევანდელი TikTok-ის ერთ-ერთი უმდიდრესი შემსრულებელი, მაგრამ მან პირველად პოპულარობა YouTube-ზე და Vine-ზე მოიპოვა. რივერას 4 მილიონი დოლარიანი ქონება გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ მის 42 მილიონზე მეტ მიმდევარს.

gtxed-hy5r4esu7-1662126757.jpg

ლორენ გრეი: 5 მილიონი დოლარი

ახალგაზრდა მუსიკოსი, სახელად ლორენ გრეი, რომელიც იმ დროს მხოლოდ 19 წლის იყო, 2020 წელს TikTok-ის ყველაზე პოპულარული ინფლუენსერის ტიტულს ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას დებმა დ'ამელიოებმა აჯობეს, არხის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად მაინც რჩება. 54 მილიონი გამომწერით, მან 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

hytrdcuj75t8-1662126780.jpg

ბეიბი არიელი (Baby Ariel): 6 მილიონი დოლარი

ბეიბი არიელს 2022 წლის მონაცემებით, TikTok-ზე 35 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. Time-მა არიელი მოიხსენია ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პიროვნებად ინტერნეტში და Forbes-მა იგი შეიყვანა გასართობი ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიაში. არიელი ტრევორ ტორჯმანთან ერთად უძღვება "Disney Fam Jam"-ს და იყო ნომინირებული რამდენიმე ჯილდოზე. მისი ქონება 6 მილიონი დოლარია.

rtfuj75tr4i88-1662126803.jpg

დიქსი დამელიო: 6 მილიონი დოლარი; ჩარლი დ’ამელიო: 8 მილიონი დოლარი

ვირუსული საცეკვაო ვიდეოების წყალობით 2019 წლის ივნისში ჩარლი დ’ამელიოს პოპულარობა TikTok-ზე საოცრად გაიზარდა. იგი მალევე მიიწვიეს საცეკვაოდ ბებე რექსასთან, რომელიც იმავე წელს ნიუ-იორკში Barclays Center-ში ჯონას ძმებისთვის გამოვიდა.

დიქსის წმინდა ქონება 8 მილიონ დოლარს შეადგენს. გარდა საკუთარი ნივთების გაყიდვისა. დიქსი და ჩარლი დ’ამელიოებს ჰულუზე საკუთარი სატელევიზიო შოუ აქვთ.

ytedx-y7654du854-1662126829.jpg

ედისონ რეი: 8 მილიონი დოლარი

20 წლის ედისონ რეის 2022 წლის მონაცემებით TikTok-ზე 86 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. Celebrity Net Worth-ის თანახმად, მისმა წმინდა ქონებამ მიაღწია 8 მილიონ დოლარს, რამაც აიძულა ედისონი დაეტოვებინა კოლეჯი და გაეგრძელებინა TikTok პროფესია სრულ განაკვეთზე.

იგი შემდგომში გახდა ტანსაცმლის ფირმის American Eagle-ის გლობალური ელჩი და დედასთან, შერი ნიკოლთან ერთად წამოიწყო ყოველკვირეული Spotify პოდკასტი სახელწოდებით "Mama Knows Best".

udxru754rdu8-1662126853.jpg

ბურაკ ოზდემირი: 11 მილიონი დოლარი

ბურაკ ოზდემირი განსაკუთრებულია, რადგან ის არ შეესაბამება სტანდარტულ TikTok შემსრულებლის პროფილს. ოზდემირი არის თურქი შეფ-მზარეული და მეწარმე, რომლის ვიდეოები მისი დიდი ზომის კულინარიული კერძების შესახებ ვირუსულად გავრცელდა და მათთან ერთად რესტორნებიც მოიყვანა. GQ Australia ამბობს, რომ ოზდემირი, რომელსაც დაახლოებით 55 მილიონი მიმდევარი ჰყავს 2022 წლის მონაცემებით, არის TikTok-ის ერთ-ერთი უმდიდრესი შემსრულებელი, რომლის წმინდა ღირებულება 11 მილიონი დოლარია.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი