ბრედ პიტმა სამოსის საკუთარი ხაზი ჩაუშვა

ჰოლივუდის მსახიობმა ბრედ პიტმა დიზაინერ სეტ ჰარისთან ერთად ტანსაცმლის ხაზი ჩაუშვა, რომელსაც ეწოდა God's True Cashmere. ეს გახლავთ მხოლოდ ქაშმირის ნაწარმზე ორიენტირებული ბრენდი - წერს ჟურნალი Vogue.

კოლექცია უნისექსია და მასში შედის სპორტული კოსტიუმები და პერანგები. რაც შეეხება ფასს, ის პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი და 2 ათასი დოლარიდან იწყება. სამოსის წარმოება 100% იტალიაში ადგილობრივი თხის ბეწვეულისგან მოხდება.

სეტ ჰარის თქმით, მოდელების დიზაინსა და ტარგს ბრედთან ერთად არჩევს. „ყველაზე რთული აღმოჩნდა ისეთი თარგის პოვნა, რომელსაც ქალიც და მამაკაციც ერთნაირად ატარებდნენ“, - თქვა მან.

ბრედ პიტის განცხადებით კი, მათი პერანგები ძალიან კომფორტული იქნება მოგზაურობის დროს, როგორც თბილი და კომფორტული სამოსი.

კოკა კვირკველია