ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხაიშის ტყის ფონდის ტერიტორიაზე ჯამში 25 კუბური მეტრი წაბლის, ნაძვისა და სოჭის ჯიშის ხე-მცენარე უკანონოდ გაიჩეხა.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. ვინაიდან ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამართალდამცავ ორგანოებს.