ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს წელს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკან დაბრუნების 2022 წლის მე-2 კვარტალის სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში ჯამში საქართველოს 692 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველომ სულ 692 რეადმისიის განაცხადი მიიღო. აქედან 686 განაცხადი - დააკმაყოფილა, ხოლო 6-ზე - უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს ყველაზე მეტი - 328 მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, საფრანგეთიდან -143; ბელგიიდან - 35; საბერძნეთიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან - 24. ხოლო შვეიცარიიდან და დანიიდან -22. სხვა ქვეყნებიდან კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო მცირეა.

სხვა ქვეყნების სტატისტიკა ასეთია:

  • ესპანეთი - 11;
  • შვედეთი - 14;
  • ავსტრია - 10;
  • იტალია - 14;
  • პორტუგალია - 4;
  • ფინეთი - 2;
  • კვიპროსი - 5;
  • ჩეხეთი - 3;
  • ნორვეგია - 1.

ცნობისთვის, საქართველოს რეადმისიის შეთანხმებები გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, დანიასთან, ნორვეგიასთან, მოლდოვასთან და ა.შ.

თაია არდოტელი