რეგიონული შეხვედრების ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მორიგი შეხვედრა შიდა ქართლის მხარეში გაიმართა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა და სამსახურის სხვა წარმომადგენლებმა შიდა ქართლის მხარეში მორიგი რეგიონული შეხვედრა გამართეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლელა ჯანაშვილმა შიდა ქართლში, საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებზე, გეგმებზე, გამოწვევებზე და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა ქალაქ გორში, გაფართოებულ ფორმატში წარიმართა და მას სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ასევე, გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ის თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომელთაც დიდი რაოდენობით პერსონალური მონაცემების დამუშავება უწევთ. განაგრძეთ კითხვა: