სესხის გამცემმა სუბიექტებმა 6 თვეში 17, 207 მლნ ლარის მოგება მიიღეს

2022 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა 17, 207 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კონსოლიდირებულ მონაცემებშია აღნიშნული.

ამასთან, წმინდა საპროცენტო შემოსავალმა ჯამში 30,257 მლნ ლარი შეადგინა; აქედან 17,819 მლნ ლარი წმინდა საკომისიო და მომსახურების მიხედვით სხვა შემოსავლებზე მოდის, 1,954 მლნ ლარი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულ შემოსავლებზე, ხოლო, 11,469 მლნ ლარი სხვა არასაპროცენტო შემოსავლებზე.

რაც შეეხება არასაპროცენტო შემოსავლებს ჯამში, მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, 33,779 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 21, 869 მლნ ლარი პერსონალის ხარჯებზე ნაწილდება, 3,922 მლნ ლარი იჯარის ხარჯზე, 11,062 მლნ ლარი სხვა არასაპროცენტო ხარჯებზე.

ამავე მონაცემების მიხედვით, სესხის გამცემი სუბიექტების აქტივებმა 534, 956 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო კაპიტალმა 171, 704 მლნ ლარი.

ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს დარეგისტრირების ვალდებულება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან აქვთ. ერონული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, რეგისტრირებული იყო 179 სუბიექტი, სადაც მთლიანად დასაქმებულია 2 438 ადამიანი.

ნინი ქეთელაური